ყოველ ერს ჰყავს უსაყვარლესი შვილი ყველასგან გამორჩეული, ყოველმხრივ შემკული თავისი კაცობით ჩვენს ქვეყანასი ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის მედროშე, დიდი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ი. ჭავჭავაძე (1837–1907) ერის სულიერი მამა,, ყველა დროის საქართველოსათვის საჭირო კაცი"
ი. ჭავჭავაძე არა მარტო სიტყვით იყო ქართველი ხალხის ჭირ–ვარამის მოზიარე, არამედ ამას იგი საქმითაც ამტკიცებდა, არავინ ისე ღრმად არ ჩასწვდომია ერისა და ქვეყნის სატკივარს, როგორც ილია ,, ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ რომ წარვუძღვე წინა ერსა "
ი. ჭაჭავაძის პედაგოგიკურ ნააზრევში ერთ–ერთი საპატიო ადგილი აღზრდის მიზნის საკითხს უჭირავს. ეს საკითხი ყოველთვის იდგა მსოფ. მოწინავე კაცობრიობის ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ ანტიკური ხანის დიდი მოაზროვნეები: დემოკრიტე, პლატონი, სოკრატე და სხვები
ი. ჭავჭავაძე აღზრდის მიზანს უკავშირებდა ქვეყნის სოციალურ–პოლიტიკურ ვითარებას, იმდროინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების პირობებს და მოითხოვდა ისეთი მომავალი თაობის აღზრდას, რომელიც შეიძლებდა ,, ჩვენი დაცემული ვინაობის აღდგენას" და ხალხის სიღარიბიდან გამოყვანას. ფიზიკური აღზრდის ძირითად მიზნად ილიას მიაჩნდა : ჯამრთელი, მხნე, ღონიერი, სიძნელეთა ამტანი, გამძლე მებრძოლი და გმირული სულისკვეთებით გაჟღენთილი მომავალი თაობის აღზრდა, რომელიც შეძლებდა ჩვენი ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანას , იმდროინდელი სკოლები კი მოსწავლეთა ფიზიკურ აღზრდას თავს ვერ ართმევდნენ. დავიწყებულია წერს ილია, რომ კაცს ტანი და აგებულებაც აქვს, რომელიც წვრთნითა და ვარჯიშობით უნდა გაღონიერდეს , გაჯანსაღდეს , გამაგრდეს.
ილიას როგორც ნამდვილ ქართველს უფლება აქვს ეთქვა, რომ იგი მთელი საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველია. ოთხი წლის დაშორების შემდეგ პეტერბურგიდან სამშობლოში მომავალი ახალგაზრდა მწერალის გონება ფიქრი და ოცნება ერთ საგანს დასტრიალებდა ეს იყო სამშობლო მისი წარსული აწმყო და მომავალი, როგორ შემეყრება იგი მე რას ვეტყვი მე, ჩემს ქვეყანს ახალს და რას მეტყვის იგი მე?
ი. ჭავჭავაძის ჰუმანიზმი ჭეშმარიტი ხალხური ჰუმანიზმია იგი ქადაგებდა არა ყველას, არამედ მხოლოდ მშრომელი და ბედისაგან დაჩაგრულ ადამიანის სიყვარულსა და დაფასებას
ჭეშმარიტმა ჰუმანისტმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ადამიანი იმისთვის კი არ არის გაჩენილი , რომ პური ჭამოს, არამედ პურსა სჭამდეს, იმიტომ, რომ კაცურ კაცად იცხოვროს და აცხოვროს თავის შთამომავალი.
ილია ჭავჭავაძის პედაგოგიკურ მემკვიდრეობაში ერთ–ერთი საპატიო ადგილი შრომით–აღზრდის საკითხს უჭირავს. ეს საკითხი დღეს ძალზე აქტუალური და თანადროულია, რადგან ჩვენი ქვეყანა უკანასკნელ ხანს ეკონომიკურად დაუძლურებული სხვისი ხელის შემყურედაა ქცეული. ამრიგად, ერისა და ქვეყნისათვის თავდადებულ ადამიანებს ხალხი არ ივიწყებს, მათი სახელი უკვდავია რადგან ისინი სიკვდილის შემდეგაც განაგრძობენ სიცოცხლეს ხალხთა გულებში.
განათლება დიდი ილიას მიაჩნდა საზოგადოებრივი ცხოვრების გარდამქმნელ , რევოლუციურ ძალად, რომელიც ბორკილებიდან თავის დარწევის ერთადერთი გზაა სხვას ,, არა ღონე არ ექნება განათლებულ კაცს თავისი ჯაჭვის დასამტრევად " ამბობდა იგი.
ილიას გული წყდებოდა იმის გამო, რომ ქართველები განსაკუთრებით თავადაზნაურები ნაკლებ, იმდროინდელ სკოლებში მთელი ყურადღება გადატანილი იყო მოსწავლის ცოდნით შეიარარებაზე და მივიწყებული იყო მისი აღზრდა ზნე ხასიათის წვრთნა.
ი. ჭავჭავაძე თავის პედაგოგიკურ მემკვიდრეობაში დიდ ადგილს უთმობს მასწავლებლის როლისა და დანიშნულების საკითხს.
ილია იმდენად დიდ როლს ანიჭებს პედაგოგს მოსწაცვლის პიროვნების ფორმირებაში , რომ თამამად აცხადებს : ,, სწავლას ნურას დააბრალებთ თუ ვერ იქმნა შვილი ნწვრთნილი, ცემა გმართებთ გამზრდელისა რა ყრმა ნახოთ თავად ზრდილი
ილიას აზრით ბავშვებთან დამოკიდებულებაში მასწავლებელს მოეთხოვება თავშეკავება , ზომიერება და ტაქტი ამის ნათელი მაგალითი მის მიერ მოხმობილი ერთი საგფულისხმო მაგალითია.
ახალგაზრდა კაცი უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობას იწყებს ერთ–ერთ სასწავლებელში, პირველი გაკვეთილის ჩატარება მას მოუხდა კლასში, რომელშიც ბავშვობიდან ყრმობაში გადამდგარი მოსწავლეები იყვნენ თავმოყრილი, ახალი მასწავლებელი კლასს წარუდგინა სკოლის დირექტორმა მასწავლებელმა ორიოდე თბილი სიტყვა უთხრა ყმაწვილებს და დაუყოვნებლივ შეუდგა სწავლების საქმეს, ახალი მასალის ახსნისას მას დაფა დასჭირდა, როცა წერას შეუდგა , რომელიღაც მოსწავლემ უკან რიგებიდან დაღეჭილი ქაღალდი ესროლა, რომელიც დაფას ზედ დააჯდა, მასწავლებელმა თითქოს არაფერი მომხდარაო წერა განაგრძო ისე, რომ უკან არ მიუხედავს, როცა წერა მორცა იგი მაშინ შებრუნდა მოსწავლეებისაკენ და მიმართა მე, არ მინდა შევიტყო ვინ არის ამ უკადრისი ცელქობის მოქმედი დამნასავის სახელი, რომ შევიტყო ვინ იცის, მეც კაცი ვარ , იქნებ გულში იმის ჯავრი ჩავიყოლიო და ჯავრმა ცოტად თუ ბევრად იმაზე გული ამაყრევინოს, რატომ ჩქარობ იქნებ თქვენთვის საყვარელი მასწავლებელი გამოვიდე, ჯერ კარგად გამიცანით და შემდეგ გამკითხეთო.
მოსწავლეებში ჩურჩული ატყდა ბოლოს ერთ–ერთი მათგანი წამოდგა და მასწავლებელს ყველას სახელით პატიება სთხოვა.
ილია ჭავჭავაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სოფლის მასწავლებლებს, მოითხოვდა მათი საყოფაცხოვრებო და მატერიალური პირობების გაუმჯობესებას
მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მზერა მიპყრობილი იყო საქართველოს ყველა კუთხისადმი , იგი განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც აჭარისადმი იჩენს 1878 წ. 13 ივნისს ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით მრავალტანჯული აჭარა სამუდამოდ დაუბრუნდა საქართველოს
1881 წ. 23 მარტს ილია ჭავწავაძის თაოსნობით ბათუმში გახსნა პირველი ქართული სკოლა
